ვალბურგ ინვესტ

ინვესტირება უძრავ ქონებაში, საბროკერო და საკონსულტაციო მომსახურება საქართველოში

გერმანიის უძრავი ქონების ინსტიტუციურ სექტორში მიღებულ გამოცდილებას ადგილობრივი ბაზრის ცოდნასთან ვაერთიანებთ, იმისთვის, რომ თავდაჯერებულად გაყიდოთ ან გააქირაოთ უძრავი ქონება და განახორციელოთ ინვესტიციები.

ჩვენი საქმიანობა

თბილისში დაფუძნებული „ვალბურგ ინვესტი“ გერმანიის უძრავი ქონების ინსტიტუციურ სექტორში მიღებულ საინვესტიციო გამოცდილებას საქართველოს ბაზრის პრაქტიკულ და სიღრმისეულ ცოდნასთან აერთიანებს. ჩვენ საკუთარ კაპიტალს ვაბანდებთ, წარმოვადგენთ უძრავი ქონების მესაკუთრეთა ინტერესებს და მყიდველებსა და ინვესტორებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარებით.

ჩვენ საკუთარ კაპიტალს ვაბანდებთ საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებაში, რომელსაც ღირებულების ზრდის მკაფიო პოტენციალი აქვს. შესყიდვისადმი დისციპლინირებული მიდგომით, მიზნობრივი გაუმჯობესებითა და გაქირავების ან გადაყიდვის მიზანმიმართული სტრატეგიებით უძრავი ქონების პოტენციალს, ჩვენ, ფინანსურად გამართლებულ ინვესტიციებად ვაქცევთ.

რეალისტური ფასის განსაზღვრით, პროფესიონალური წარდგენითა და მიზნობრივი მარკეტინგით თქვენს უძრავ ქონებას ბაზარზე ისე წარმოვაჩენთ, რომ შესაბამისი მყიდველები ან დამქირავებლები მოვიზიდოთ. დაწყებული დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციიდან, დათვალიერებების ორგანიზებიდან მოლაპარაკებებსა და ქონების გადაბარებამდე პროცესს ჩვენ ვმართავთ, ძირითადი გადაწყვეტილებების მიღება კი თქვენს ხელში რჩება.

ბაზრის კვლევის, უძრავი ქონების მოძიებისა და ფინანსური ანალიზის საფუძველზე მკაფიო საინვესტიციო რეკომენდაციებს გავცემთ. სტრატეგიის განსაზღვრისა თუ უძრავი ქონების შეძენის შეფასებისას ფასს, ფულად ნაკადებს, ინვესტიციიდან გასვლის სცენარებსა და რისკებს თქვენს მიზნებთან მიმართებით ვაფასებთ, რაც კაპიტალის დაბანდების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მყარ საფუძველს გაძლევთ.

რატომ ვალბურგ ინვესტი ?

ინვესტორის ხედვა

ინსტიტუციური გამოცდილება

უძრავი ქონების თითოეულ გარიგებას აქტიური ინვესტორებისთვის დამახასიათებელი საფუძვლიანი ანალიზით ვაფასებთ, პრიორიტეტს კი კაპიტალის ღირებულების მდგრად ზრდასა და შემოსავლიანობის გამჭვირვალე პროგნოზებს ვანიჭებთ.

უძრავი ქონების მართვის გერმანულ გამოცდილებასა და სისტემურ სტანდარტებს ადგილზე პრაქტიკულ მუშაობასთან ვაკავშირებთ თბილისის კომერციულ თუ უძრავი ქონების სექტორებში.

მკაფიო თანამშრომლობის პირობები

ნაკლები ძალისხმევა, მეტი კონტროლი

მარტივი სტრუქტურა, მომსახურების საფასურის სრული გამჭვირვალობა და ხელშეკრულების მკაფიო პირობები უძრავი ქონების შეძენის საერთაშორისო გარიგებების შეუფერხებლად განხორციელებასა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან მის შესაბამისობას უზრუნველყოფს.

კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურებითა და აქტივების სრული ადმინისტრირებით საოპერაციო სირთულეების გამკლავებაში გეხმარებით, გადაწყვეტილებების მიღებაზე სრული კონტროლი კი თქვენს ხელში რჩება.

ვისაუბროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თქვენს გეგმებზე

თუ უძრავი ქონების შეძენას ან დაქირავებას, საკუთარი ქონების გაყიდვას ან გაქირავებას გეგმავთ, ან საინვესტიციო შესაძლებლობას განიხილავთ, გაგვიზიარეთ თქვენი გეგმები. ერთად განვიხილოთ თქვენი მოთხოვნები, ინტერესები და შემდგომი ნაბიჯები.