იპოვეთ თქვენთვის სასურველი უძრავი ქონება თბილისში

გაუზიარეთ ჩვენს საკონსულტაციო გუნდს თქვენი მოთხოვნები და მიიღეთ მხოლოდ ის შეთავაზებები, რომლებიც შეესაბამება თქვენთვის სასურველ მდებარეობას, ბიუჯეტსა და ქონების გამოყენების მიზანს. თითოეულ შეთავაზებას ახლავს ქონების მოკლე, პროფესიონალურად მომზადებული აღწერა, რომელიც დაგეხმარებათ, შეარჩიოთ ობიექტები დასათვალიერებლად.

შეუსაბამო განცხადებებისა და სპამის გარეშე. მხოლოდ თქვენს ინტერესებზე მორგებული ქონება.

ჩვენი სტანდარტული მომსახურება მყიდველებისთვის უფასოა. ჩვენს საკომისიოს ქონების მესაკუთრე იხდის.

ქირით ეძებთ უძრავ ქონებას?

გაეცანით თბილისის სხვადასხვა უბანში გასაქირავებელ საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებას.

გვითხარით, რა გჭირდებათ

მიიღეთ შესაბამისი შეთავაზებები

დაათვალიერეთ თქვენს მიერ შერჩეული ობიექტები

დაათვალიერეთ თქვენს მიერ შერჩეული ობიექტები

გვითხარით, სად ეძებთ ქონებას, რა ბიუჯეტი გაქვთ, რა ტიპის ქონება გსურთ და რა მიზნით. ასევე მიუთითეთ აუცილებელი მახასიათებლები ან პირობები, რომლებიც თქვენთვის მიუღებელია.

გაცნობებთ მხოლოდ იმ ქონების შესახებ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება. თითოეულ შეთავაზებას თან ახლავს ფოტოები, ფასი, მდებარეობა, ფართობისა და ძირითადი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია - მოკლე, პროფესიონალურ ფორმატში. ძიება თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული - შეუსაბამო განცხადებებისა და სპამის გარეშე.

შეარჩიეთ ობიექტები, რომელთა დათვალიერებაც გსურთ. ჩვენ დავგეგმავთ დათვალიერებებს და გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენს კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღებაში გეხმარებით.

როდესაც შეძენას გადაწყვეტთ, შეთანხმებული შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციას გამყიდველთან და შესაბამის მხარეებთან ჩვენ წარვმართავთ გარიგების დასრულებამდე.

უძრავი ქონების მიზნობრივი ძიება

თქვენი მოთხოვნები ქონების მიმართ

გვითხარით თქვენთვის სასურველი ლოკაცია, ბიუჯეტი და ის, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც უფრო დეტალურად აღწერთ თქვენს სურვილებსა და აუცილებელ მოთხოვნებს, მით უფრო ზუსტად შევარჩევთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ქონებას.

ქონების მოკლე, პროფესიონალურ მიმოხილვებს მხოლოდ შესაფერისი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში გამოგიგზავნით.

თქვენი მომართვა უფასოა და ვალდებულებას არ გაკისრებთ.

ვალბურგ ინვესტი თქვენს მონაცემებს მომართვაზე პასუხის გასაცემად იყენებს. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

პირდაპირი მიმოწერა გირჩევნიათ? მოგვწერეთ WhatsApp აპლიკაციაში, რათა კომერციული ან საცხოვრებელი ქონების მიმართ თქვენი მოთხოვნები განვიხილოთ.

გჭირდებათ თქვენზე მორგებული საინვესტიციო ანალიზი?

გაერკვიეთ ინვესტიციის დეტალებში, სანამ კაპიტალს დააბანდებთ. ადგილობრივი ბაზრის კვლევას, ანალოგიური ობიექტების ანალიზსა და დეტალურ ფინანსურ მოდელირებას ვაერთიანებთ, რათა თქვენი საინვესტიციო მიზნების გათვალისწინებით შევაფასოთ ფასი, ფულადი ნაკადები, პოტენციური უკუგება და რისკები.

საინვესტიციო საკონსულტაციო მომსახურება ცალკე დაკვეთით ხორციელდება, ხოლო მისი მოცულობა და საფასური ინდივიდუალური შეთანხმებით განისაზღვრება.