იპოვეთ თბილისში თქვენთვის სასურველი ქონება დასაქირავებლად

გაგვიზიარეთ სასურველი ლოკაცია, ყოველთვიური ბიუჯეტი და მოთხოვნები საცხოვრებელი ან კომერციული ფართთან მიმართებაში. ამისთვის გიგზავნით შესაბამის შეთავაზებებს ფოტოებითა და ძირითადი ინფორმაციით, რათა დათვალიერებისთვის ობიექტების შერჩევა გაგიმარტივოთ.

არავითარი შეუსაბამო განცხადებები. არავითარი სპამი. მხოლოდ თქვენთვის საინტერესო ქონება, მკაფიოდ წარმოდგენილი.

ჩვენი სტანდარტული მომსახურება დამქირავებლებისთვის უფასოა. ჩვენს საკომისიოს ქონების მესაკუთრე იხდის.

შეძენას გეგმავთ?

გაეცანით თბილისში გასაყიდ საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებას.

გვითხარით, რა გჭირდებათ

მიიღეთ შესაბამისი შეთავაზებები

დაათვალიერეთ შერჩეული ობიექტები

მოაწერეთ ხელი ქირავნობის ხელშეკრულებას

გაგვიზიარეთ სასურველი ლოკაცია, ყოველთვიური ბიუჯეტი, ქონების ტიპი და გამოყენების მიზანი, ასევე ქირავნობის დაწყების სასურველი თარიღი, ვადა და აუცილებელი მოთხოვნები.

გიზიარებთ მხოლოდ თქვენი მოთხოვნების შესაბამის გასაქირავებელ ობიექტებს. თითოეულ შეთავაზებას ახლავს მოკლე, პროფესიონალური მიმოხილვა და აღწერა ფოტოებით, ქირის ოდენობით, მდებარეობით, ფართობითა და ძირითადი მახასიათებლებით. ყოველგვარი შეუსაბამო განცხადებებისა და სპამის გარეშე.

შეარჩიეთ ობიექტები, რომელთა დათვალიერებაც გსურთ. ჩვენ დაგიგეგმავთ დათვალიერებებს და გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენს კითხვებზე პასუხების მიღებაში დაგეხმარებით.

ქონების შერჩევის შემდეგ მესაკუთრესთან კოორდინაციას ვუწევთ შეთანხმებულ მომდევნო ნაბიჯებს ქირავნობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე და ქონების ქირავნობაში გადაბარების ორგანიზებამდე.

გასაქირავებელი ქონების მიზნობრივი ძიება

გიპოვოთ შესაფერისი ქონება დასაქირავებლად?

გვითხარით სასურველი ლოკაცია, ყოველთვიური ბიუჯეტი, დაქირავების სასურველი თარიღი, ქირავნობის დაგეგმილი ვადა და თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები. რაც უფრო მეტ დეტალს გაგვიზიარებთ, მით უფრო ზუსტად შევარჩევთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ქონებას.

ქონების მოკლე, პროფესიონალურ აღწერას მხოლოდ შესაფერისი გასაქირავებელი ობიექტის არსებობისას გამოგიგზავნით. ასევე დაგეხმარებით დათვალიერბის დაგეგმვაში და ახალი საცხოვრებლის დასაქირავებლად საჭირო პროცესის წარმართვაში.

თქვენი მომართვა უფასოა და ვალდებულებას არ გაკისრებთ.

ვალბურგ ინვესტი თქვენს მონაცემებს მომართვაზე პასუხის გასაცემად იყენებს. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

პირდაპირი მიმოწერა გირჩევნიათ? მოგვწერეთ WhatsApp აპლიკაციაში, რათა კომერციული ან საცხოვრებელი ქონების მიმართ თქვენი მოთხოვნები განვიხილოთ.