საკუთარი საინვესტიციო მიზნებისთვის თბილისში შერჩეულ საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებას ჩვენი კომპანია შეისყიდის. გაგვიზიარეთ თქვენი ქონების შესახებ დეტალები, რათა პირდაპირი გაყიდვის შესაძლებლობა განვიხილოთ.
საცხოვრებელი ბინები
კომერციული
უბნები
სტუდიოს ტიპის და 1–2-ოთახიანი ბინები უკვე დასახლებულ საცხოვრებლებში.
მცირე კომერციული ფართები, ავტოფარეხები და სათავსოები.
უძრავი ქონება ჩუღურეთში, მთაწმინდაზე, საბურთალოზე, სოლოლაკში, ვაკეში და ვერაზე.
1. გაგვიზიარეთ თქვენი ქონების დეტალები
2. ქონების შეფასება
3. შეათანხმეთ ფასი და პირობები
4. დაასრულეთ გაყიდვა
მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ქონების მდებარეობის, ფართობის, მდგომარეობისა და გასაყიდი ფასის შესახებ. ასევე ფოტოები, რომელიც დაგვეხმარება იმის შეფასებაში, რამდენად საინტერესოა ქონება ჩვენთვის.
ვამოწმებთ, შეესაბამება თუ არა თქვენი ქონება ჩვენს კრიტერიუმებს მისი შესყიდვისთვის. თუ ქონება მისარები ჩანს, ვგეგმავთ მის დათვალიერებას თქვენთან.
თუ პროცესის გაგრძელებას გადავწყვეტთ, შესყიდვის შეთავაზებას წარმოგიდგენთ და ფასს, ვადებსა და პირობებს უშუალოდ თქვენთან შევათანხმებთ.
თქვენთან ვაფორმებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ვიხდით შეთანხმებულ ფასს და ვასრულებთ საკუთრების უფლების გადაცემისა და ქონების გადაბარების პროცესს. „ვალბურგ ინვესტი“ თქვენს ქონებას პირდაპირ ყიდულობს, საბროკერო საკომისიოს გარეშე.
გაგვიზიარეთ რამდენიმე დეტალი თქვენი ქონების შესახებ. შევაფასებთ მის შესაბამისობას ჩვენს საინვესტიციო კრიტერიუმებთან და დაგიკავშირდებით, რათა ვალბურგ ინვესტის მიერ ქონების პირდაპირი შეძენის შესაძლებლობა განვიხილოთ.
განაცხადის წარდგენა ვალდებულებას არ წარმოშობს და არ წარმოადგენს შესყიდვის ოფიციალურ შეთავაზებას ან იურიდიული ძალის მქონე აქცეპტს. თქვენი მომართვა კონფიდენციალურია და ვალდებულებას არ გაკისრებთ. პირველადი განხილვის შემდეგ ფოტოებისა და დოკუმენტაციის გაზიარება შესაძლებელია WhatsApp აპლიკაციით.
ვალბურგ ინვესტი თქვენს მონაცემებს მომართვაზე პასუხის გასაცემად იყენებს. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
პირდაპირი მიმოწერა გირჩევნიათ? მოგვწერეთ WhatsApp აპლიკაციაში, რათა კომერციული ან საცხოვრებელი ქონების მიმართ თქვენი მოთხოვნები განვიხილოთ.
მოგვანდეთ თქვენთვის შესაბამისი მყიდველის მოძიება
თუ თქვენი ქონება შეძენის ჩვენს კრიტერიუმებს არ შეესაბამება, ჩვენი საბროკერო მომსახურების ფარგლებში შეგვიძლია მის გაყიდვაში დაგეხმაროთ. ვუკავშირდებით ადგილობრივ და საერთაშორისო მყიდველებს, ვადგენთ ფასსა და გაყიდვის სტრატეგიას, უზრუნველვყოფთ პროფესიონალურ ფოტოგადაღებასა და მიზნობრივ მარკეტინგს, ვაფასებთ მყიდველების მზადყოფნას, ვაწყობთ დათვალიერებებს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.
გაყიდვის პროცესს მის დასრულებამდე ვუწევთ კოორდინაციას და ყველა ეტაპზე გაწვდით ინფორმაციას.

