ვალბურგ ინვესტ თბილისში, საქართველოში დაფუძნებული უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიაა. ჩვენი სპეციალიზაციაა პირდაპირი ინვესტიციები, საბროკერო და საინვესტიციო საკონსულტაციო მომსახურება საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების სფეროში.

გერმანიის უძრავი ქონების საინვესტიციო სექტორში მიღებულ გამოცდილებას ადგილობრივი ბაზრის ცოდნასა და საქართველოში პრაქტიკულ საქმიანობას ვუთავსებთ. ეს ერთობლიობა საერთაშორისო კლიენტებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე შესვლის მკაფიო გზას, ადგილობრივ მესაკუთრეებს კი შეფასების, მარკეტინგისა და გარიგებებისადმი კომერციულად ორიენტირებულ მიდგომას სთავაზობს.

საკუთარი კაპიტალის ინვესტირებასთან ერთად, ქონების გაყიდვისა და გაქირავებისას მესაკუთრეების ინტერესებს წარმოვადგენთ, მყიდველებსა და ინვესტორებს კი შესაფერისი შესაძლებლობების მოძიებასა და შეფასებაში ვეხმარებით. ჩვენი საინვესტიციო-საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს ბაზრის კვლევას, ქონების მოძიებას, შეფასებასა და ფინანსურ მოდელირებას, რაც გადაწყვეტილებების მისაღებად სტრუქტურირებულ საფუძველს ქმნის.

მუშაობას თითოეული ობიექტის ძირითადი ფაქტორების შეფასებით ვიწყებთ: მდებარეობა, მდგომარეობა, საბაზრო მოთხოვნა, ფასი და შემოსავლის მიღების ან ხელახალი გაყიდვის პოტენციალი. შესაძლებლობებს რისკებთან ერთად ვაფასებთ, დაშვებებს კრიტიკულად ვამოწმებთ და რეალისტურ მოლოდინებს ვქმნით. ამ შედეგებს ეფუძნება ქონების შეძენის შესახებ ჩვენი გადაწყვეტილებები, კლიენტებისთვის რეკომენდაციები და მარკეტინგული სტრატეგიები.

საკუთარი საინვესტიციო საქმიანობა ჩვენს მუშაობას ქონების მესაკუთრის ხედვას მატებს. გვესმის, როგორ მოქმედებს ინვესტიციაზე შეძენის ხარჯები, გაქირავების შედეგები და ინვესტიციიდან გასვლის პირობები და რატომ უნდა მოჰყვეს საფუძვლიან შეფასებას საქმის ზედმიწევნით შესრულება.

საქართველოში ჩვენი სპეციალისტები ვალბურგ ინვესტის კოორდინაციით ადგილობრივი სამუშაოების შესრულებას უწყობენ ხელს. თითოეული საკუთრების საკითხზე მუშაობას შესაბამისი მოცულობა, მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლობები და სისტემური ზედამხედველობა ახლავს თან. კლიენტებს უშუალო კავშირი აქვთ მათ საკითხზე პასუხისმგებელ პირთან. კომერციული პირობები გამჭვირვალეა, ხოლო საქმის მიმდინარეობის, ძირითადი გადაწყვეტილებებისა და შემდეგი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის რეგულარული გაცვლა თან სდევს პროცესს.

ვალბურგ ინვესტის შესახებ

რატომ ვალბურგ ინვესტი?

ინვესტორის ხედვა

ინსტიტუციური სტანდარტები

გამჭვირვალობა საწყისი ეტაპიდანვე

ნაკლები ძალისხმევა, მეტი კონტროლი

ჩვენ თავად უძრავი ქონების ინვესტორები ვართ და გვესმის, რა არის მნიშვნელოვანი კაპიტალის დაბანდებისას. ამ გამოცდილებას დასაბუთებულ რეკომენდაციებში ვსახავთ. თითოეული ობიექტის პოტენციალისა და რისკების შეფასების მიზნით, ბაზრის კვლევას, ქონების შეფასებასა და ფინანსურ ანალიზს ვამზადებთ.

თითოეულ დავალებას გერმანიის უძრავი ქონების ინსტიტუციური ფონდების მართვის დისციპლინით ვასრულებთ. სტრუქტურირებული ფინანსური ანალიზი, საბაზრო მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებები და მკაფიოდ დოკუმენტირებული დაშვებები კლიენტებს ღირებულების, უკუგებისა და რისკის შესაფასებლად გამჭვირვალე საფუძველს აძლევს.

ვალდებულების აღებამდე თქვენ იცით, ვის წარმოვადგენთ, რას მოიცავს ჩვენი მომსახურება და რა ღირს. საფასური, პასუხისმგებლობები და დავალების პირობები წინასწარ თანხმდება, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ.

ჩვენ სრულად ვმართავთ პროცესს და გარიგების მიღწევას ვუწყობთ ხელს. თქვენთვის გამოყოფილი პასუხისმგებელი საკონტაქტო პირისგან იღებთ მკაფიო რეკომენდაციებსა და დროულ ინფორმაციას. ძირითად გადაწყვეტილებებზე კონტროლი თქვენ გრჩებათ, ყოველდღიურ კოორდინაციას კი ჩვენ ვმართავთ.

თიმ ფერშბახერ

თიმ ფერშბახერ არის ვალბურგ ინვესტის დამფუძნებელი. ის გერმანიაში უძრავი ქონების ინსტიტუციური ფონდების მართვისა და გარიგებებზე კონსულტირების გამოცდილებას საქართველოში პირდაპირი ინვესტირების გამოცდილებას უთავსებს.

ჰამბურგში, HIH Invest Real Estate კომპანიაში, ფონდების მართვის ფარგლებში მისი პასუხისმგებლობები მოიცავდა საოფისე, საცხოვრებელი, სავაჭრო და ლოგისტიკური უძრავი ქონების აქტივებს, რომელთა მთლიანი ღირებულება ჯამში 1,3 მილიარდ ევროს შეადგენდა. მისი საქმიანობა ასევე მოიცავდა ფინანსურ მოდელირებას, პორტფელისა და ინვესტიციების შედეგების ანალიზს, ინვესტორებისთვის ანგარიშგებასა და საინვესტიციო სტრატეგიას. მას ასევე აქვს შტუტგარტში, EY კომპანიაში, უძრავი ქონების გარიგებებზე კონსულტირების გამოცდილება, ქონების შეფასებასა და ბაზრის ანალიზზე ფოკუსით.

უკვე საქართველოში და კერძოდ, თბილისში, მან საკუთარი კაპიტალი წარმატებით დააბანდა ქონების შეძენის, განახლებისა და გადაყიდვის პროექტებსა და საიჯარო შემოსავლის მომტან ობიექტებში. ეს ინვესტიციები მის ინსტიტუციურ გამოცდილებას ადგილობრივ ბაზარზე ქონების შეძენის, გაუმჯობესების, გაქირავების მართვისა და გაყიდვის პრაქტიკულ ცოდნას უკავშირებს.

ვალბურგ ინვესტში ის განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიას და ზედამხედველობას უწევს კლიენტების დავალებების ზედმიწევნით შესრულებას. ამ გამოცდილებას ქონების შეფასების, ფასის განსაზღვრისა და გარიგებების განხორციელებისას იყენებს. მისი მიდგომა ეფუძნება დასაბუთებულ შეფასებებს, რეალისტურ დაშვებებსა და მკაფიო კომერციულ ლოგიკას. ის უშუალოდ პასუხისმგებელია ადგილობრივი სპეციალისტების კოორდინაციასა და კლიენტებთან კომუნიკაციაზე.