გაყიდეთ თქვენი ქონება
იპოვეთ უძრავი ქონება
გააქირავეთ თქვენი ქონება
იპოვეთ ქონება დასაქირავებლად
მიაღწიეთ გაყიდვის საუკეთესო შესაძლო შედეგს ფასის განსაზღვრის მკაფიო სტრატეგიით, მიზნობრივი მარკეტინგითა და პროფესიონალური კოორდინაციით - პირველი მომართვიდან გარიგების დასრულებამდე.
მიიღეთ მხოლოდ თქვენს მოთხოვნებთან შესაბამისი ქონების შეთავაზებები, მოკლე და პროფესიონალურად მომზადებული აღწერებით. ჩვენი სტანდარტული მომსახურება მყიდველებისთვის უფასოა.
ინდივიდუალურად გეხმარებით თქვენი საცხოვრებელი თუ კომერციული ფართისთვის სანდო დამქირავებლების მოძიებაში.
იპოვეთ საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, რომელიც შეესაბამება თქვენთვის სასურველ მდებარეობას, ბიუჯეტსა და გამოყენების მიზანს. გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო ვარიანტებს და ვგეგმავთ საკუტრების დათვალიერებებს.
თბილისის საცხოვრებელ და კომერციულ საკუთრებაში ინვესტირებისთვის ინდივიდუალურ კვლევასა და ანალიზს გთავაზობთ. ჩვენს სერვისს თქვენს მიზნებსა და გადასაწყვეტ საკითხებს ვარგებთ.
მიზნები და სტრატეგია
ბაზრის კვლევა
ანალოგები და ფასის განსაზღვრა
მკაფიო საინვესტიციო მიზნების, კაპიტალის განაწილების კრიტერიუმებისა და სტრატეგიული პარამეტრების განსაზღვრა.
თბილისის უბნებისა და ადგილობრივი ბაზრის პირობების დეტალური ანალიზი, მორგებული თქვენს საინვესტიციო მიზნებზე.
ანალოგიური ობიექტების, მიმდინარე გასაყიდი ფასებისა და საბაზრო მონაცემების ანალიზი ფასისა და ღირებულების შესაფასებლად.
მიზნობრივი მოძიება
ფულადი ნაკადების მოდელირება
შესაძლებლობები და რისკები
საჯარო განცხადებებსა და არასაჯარო-ექსკლუზიურ შეთავაზებებში ვეძებთ და თქვენი საინვესტიციო კრიტერიუმებით წინასწარ ვაფასებთ შესაძლებლობებს, რათა თქვენი სტრატეგიის შესაბამისი ქონება ვიპოვოთ.
ფულადი ნაკადების მოდელირება ინსტიტუციური სტანდარტებით აერთიანებს IRR ანალიზს, დაფინანსებისა და ინვესტიციიდან გასვლის სცენარებსა და მგრძნობელობის ანალიზს უკუგების, საჭირო კაპიტალისა და არასასურველი შედეგების რისკის შესაფასებლად.
ვაფასებთ ღირებულების ზრდის პოტენციალსა და რისკებს, რომლებიც შესაძლოა აისახოს საიჯარო შემოსავალზე, საოპერაციო ხარჯებსა და ინვესტიციიდან გასვლისას ქონების ღირებულებაზე. ეს გადაწყვეტილების მისაღებად მკაფიო საფუძველს გაძლევთ.
გაგვიზიარეთ, რისი მიღწევა გსურთ უძრავ ქონებაში ინვესტირებით. დაგიკავშირდებით, რათა განვიხილოთ თქვენი პრიორიტეტები და ის, თუ როგორ შეგვიძლია ქონების მოძიებით, ბაზრის კვლევითა და ფინანსური ანალიზით გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმაროთ.
თქვენი პირველადი მომართვა კონფიდენციალურია და ვალდებულებას არ გაკისრებთ.
ვალბურგ ინვესტი თქვენს მონაცემებს მომართვაზე პასუხის გასაცემად იყენებს. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
პირდაპირი მიმოწერა გირჩევნიათ? მოგვწერეთ WhatsApp აპლიკაციაში, რათა კომერციული ან საცხოვრებელი ქონების მიმართ თქვენი მოთხოვნები განვიხილოთ.

